Posts

Showing posts from April, 2019

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის დასასრულია , თითოეულმა ტრენინგის  მონაწილემ გადავავლეთ თვალი ჩვენს ნამუშევრებს, შევიტანეთ ცვლილებები . ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ drive-ზე. მოვახდინეთ პრეზენტაციების წარდგენა ზეპირად,  მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო პროექტები გამოგვივიდა . მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს.  კიდევ ერთხელ მოვუხდი მადლობას ტრენინგში მონაწილე თითოეულ ადამიანს.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგის დაემთხვა ხარების ბრწყინვალე დღესასწაული, გილოცავთ ყველას. ტრენინგი როგორც ყოველთვის საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. გეგმებს გადავხედეთ , შევავსეთ  ყველა საჭირო გრაფა. ფაილებში დავახარისხეთ ჩვენი ნამუშევრები. ვიმუშავეთ მეილში , შევინახეთ ფაილები დრაივში . ავტვირთეთ , გავაზიარეთ და ავტვირთეთ ბლოგზე .

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა აქტივობების გახსენებით, ვიმუშავეთ წყვილებში , მოვისმინეთ ერთმანეთის ნამუშევარი და მივეცით რჩევები . განვიხილეთ ინდივიდუალური  განსხვავებები სწავლების დროს , ვისაუბრეთ მოსწავლეების აღქმის სტილზე. გავიხსენეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები. გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშს , ვიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნაზე  და გავაკეთეთ პრეზენტაცია.