Posts

მეცხრე დღის რეფლექსია

დღეს ტრენინგის დასასრულია , თითოეულმა ტრენინგის  მონაწილემ გადავავლეთ თვალი ჩვენს ნამუშევრებს, შევიტანეთ ცვლილებები . ჩვენი ნამუშევრები ავტვირთეთ drive-ზე. მოვახდინეთ პრეზენტაციების წარდგენა ზეპირად,  მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან საინტერესო პროექტები გამოგვივიდა . მივეცით უკუკავშირი ერთმანეთს.  კიდევ ერთხელ მოვუხდი მადლობას ტრენინგში მონაწილე თითოეულ ადამიანს.

მერვე დღის რეფლექსია

დღევანდელ ტრენინგის დაემთხვა ხარების ბრწყინვალე დღესასწაული, გილოცავთ ყველას. ტრენინგი როგორც ყოველთვის საინტერესო აქტივობებით იყო დატვირთული. გეგმებს გადავხედეთ , შევავსეთ  ყველა საჭირო გრაფა. ფაილებში დავახარისხეთ ჩვენი ნამუშევრები. ვიმუშავეთ მეილში , შევინახეთ ფაილები დრაივში . ავტვირთეთ , გავაზიარეთ და ავტვირთეთ ბლოგზე .

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე დავიწყეთ წინა აქტივობების გახსენებით, ვიმუშავეთ წყვილებში , მოვისმინეთ ერთმანეთის ნამუშევარი და მივეცით რჩევები . განვიხილეთ ინდივიდუალური  განსხვავებები სწავლების დროს , ვისაუბრეთ მოსწავლეების აღქმის სტილზე. გავიხსენეთ დიფერენცირებული სწავლების მეთოდები. გავეცანით პრეზენტაციის ნიმუშს , ვიმუშავეთ პრეზენტაციის შექმნაზე  და გავაკეთეთ პრეზენტაცია.

მეექვსე დღის რეფლექსია

დღევანდელმა დღემ , როგორც წინა ტრენინგის დღეებმაც საინტერესოდ ჩაიარა. თავდაპირველად წყვილებში ვიმუშავეთ,  გავუზიარეთ ერთმანეთს წინა დღის  ტრენინგზე გავლილი საკითხები .ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკების შედგენაზე , ვნახეთ ნიმუშები , შევქმენით ჩვენი რუბრიკები და შევინახეთ საქაღალდეში. განვიხილეთ მოსწავლის ნამუშევრები powerpoint-ში , ჩვენც ვივარჯიშეთ და გავიხსენეთ სლაიდების გაკეთება . ტრენინგის ბოლოს გავუკეთეთ ერთმანეთს კომენტარი  ბლოგზე .

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგი მიმდინარეობს აქტიურ ფაზაში , დღევანდელ დღეს მოვისმინეთ და განვიხილეთ ერთმანეთის პროექტის მიმდინარეობის განსახორციელებელი აქტივობები , თუ რას გააკეთებენ მოსწავლეები პროექტის დასაწყისში, მსვლელობისას და  საბოლოო პროექტი როგორ სახეს მიიღებს.მივიღეთ რჩევები და  მივეცით ერთმანეთს უკუკავშირი.  ინტერნეტი განვიხილეთ როგორც : საძიებო სისტება და საკომუნიკაციო საშუალება, მაგ:facebooki; messenger; email;შევისწავლეთ ინტერნეტის დახმარებით სურათების , ვიდეოს მოძიება ,სურათების  გადმოწერა და შენახვა. გასათვალიწინებელია დავიცვათ საავტორო უფლებები და ინფორმაციის სიზუსტეში დავრწმუნდეთ ,ამისათვის უნდა  მივუთითოთ  ინფორმაციის წყარო .შევავსეთ გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი  სადაც მივუთითეთ  ვებ-გვერდის სახელი, URL-  ჩავსვით შესაბამისი ლინკი და რა ვნახეთ ამ ვებ გვერდზე . ვისწავლეთ როგორ გავაკეთოთ ბლოგებზე კომენტარი, გავიარეთ, მეოთხე მოდული და დავათვალიერეთ მოსწავლის პრეზენტაციების ნამუშევრები .

მეოთხე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე იყო დატვირთული საინტერესო აქტივობებით .შევქმენით ფორმა მოსწავლეთა საჭიროების დადგენის მიზნით  რას გამოვიყენებთ.  ავარჩიეთ პროექტის  დასაწყისისთვის , მსველობის დროს და დასასრულს  ჩვენი თემისთვის შესაბამისი  შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. ასევე მივიღეთ დავალება, რომ უნდა ვიმუშაოთ პროექტზე . მადლობა დღვანდელი დღისთვის ჩვენს ენერგიულ და დადებით ტრენერს .

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელმა  დღემ საინტერესოდ ჩაიარა . გავუზიარეთ ერთმანეთს პროექტის თემის სტანდარტები და მიზნები, დავაფიქსირეთ ჩვენი იდეები თითოეულ პროექტზე . ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ კითხვებზე , ვნახეთ ნიმუშები , რჩევები მივეცით ერთმენთს და ვეხმარებოდით კითხვების შესაბამისობის მოფიქრებაში , რომელიც კარგად იქნებოდა მორგებულ პროქტის თემებს. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები ზოგადი კითხვა რატომ უნდა დავიცვათ გარემო? თემატური კითხვები ·          ღირს თუ არა ჩვენი გარემოს დაცვა დაბინძურებისაგან? ·          არის თუ არა დაავადებები გარდაუვალი? ·          რატომ უნდა გავიხედოთ საკუთარი ეზოს საზღვრებს იქით სისუფთავის შესანარჩუნებლად? შინაარსობრივი კითხვები ·          რა განსხვავებაა დაბინძურებულ და დაუბინძურებელ გარემოს შორის? ·          რა პრობლემებია გარემოს დასაცავად? ·          რა სარგებელს ვიღებთ სუფთა გარემოში ცხოვრების დროს?